არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და „ვილიარეალის“ მეკარე ხერონიმო რული შესაძლოა ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდეს, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის ტვიტერში.
ნიდერლანდური გრანდი ახალი მეკარის შეძენას იანვარში გეგმავს და რული პირველი კანდიდატია. არგენტინელი ფეხბურთელი „ვილიარეალის“ საკვანძო მოთამაშეა, მაგრამ „აიაქსმა“ მასთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო.
მან კატარში ჩატარებული მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატი არგენტინის ნაკრებთან ერთად მოიგო, მაგრამ არცერთი მატჩი ჩაუტარებია.
მიმდინარე სეზონში 30 წლის მეკარემ „ვილიარეალში“ 14 მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ გოლი არ გაუშვა. მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა.




