ხვიჩა კვარაცხელია გამოცემა goal.com-ის ვერსიით ევროპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომელიც მიმდინარე სეზონის გასული ნაწილის მიხედვითაა შედგენილი.
ამ ნაკრებში პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის, საუკეთესო ასიატენტი ბელგიელი კევინ დე ბრუინი და საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო ასისტენტი ლიონელ მესი მოხვდნენ.
სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ბრის სამბა („ლანსი“).
მცველები: კირან ტრიპიერი („ნიუკასლი“), კიმ მინ ჯე („ნაპოლი“), ვილიამ სალიბა („არსენალი“), ჟოაუ კანსელუ („მანჩესტერ სიტი“).
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ნეიმარი (ორივე პსჟ), ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“).
„ახლა ჩვენ მივადექით ადამიანს, რომელიც უკვე იყო „სეზონის ტრანსფერის“ პრიზის პრეტენდენტი. 21 წლის მოთამაშემ, რომელიც ზაფზულის სატრანსფერო პერიოდში მხოლოდ 10 მილიონ ევროდ შეიძინეს, ფენომენალური თამაში აჩვენა „ნაპოლიში“ ჩატარებულ თავის 17 მატჩში და მეტსახელი „კვარადონაც“ დაიმსახურა კლუბის სიმბოლო დიეგოს პატივსაცემად.
კვარაცხელია ახალი თაობის არაორთოდოქსი და გამოუცნობი ვინგერია, ხოლო მთელი კონტინენტის მასშტაბის მცველებს წარმოდგენა არ აქვთ როგორ შეჩერონ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ჩათვლით, რომელიც უმოწყალოდ „დაჩაგრა“, როდესაც „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლივერპული“ 4:1 გაანადგურა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში „ნაპოლის“ რამდენიმე ფრონტზე წარმატების შანსი აქვს და ვინაიდან ამ გუნდის შეტევას კვარაცხელიას თავკაცობს, საზღვარი არ აქვს იმას თუ რამდენად შორს წასვლა შეუძლია“- იუწყება goal.com კვარაცხელიას შესახებ.





