„ასტონ ვილამ“ კოუტინიოს ახალი გუნდის მოძებნის ნება დართო

0
60

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელებმა ფილიპე კოუტინიოს ახალი კლუბის მოძებნის უფლება დართეს, იუწყება Football Insider.
მათ ეს 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტს აცნობეს და ასევე, ხაზი გაუსვეს, რომ ვითარება ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს უნდა გაირკვეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოუტინიოს შეძენა ბრაზილიის „კორინთიანსს“ სურს.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ასტონ ვილაში“ „ბარსელონადან“ გადავიდა და ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში თავი გოლით ან საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია.