მამარდაშვილი „ჩელსისთან“ დაბრუნდა

0
2

ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში სტუმრად „ევერტონთან“ 2:1 მოგებულ მატჩში მიღებული მუხლის ტრავმის მორჩენის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი მოედანზე დაბრუნდა.
36-ე ტურში მერსისაიდელებმა შინ ლონდონის „ჩელსისთან“ ქულები გაიყვეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრის მე-6 წუთზე ანგარიში გრავენბერხმა გახსნა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან მეკარისგან მარცხენა კუთხეში ზუსტად დარტყა.
35-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს კარის მიმართულების ჩააწოდა ბურთი, რომლისთვის მიმართულების შეცვლას ფოფანა ცდილობდა, რაც ვერ შეძლო, მაგრამ მამარდაშილს ხელი შეუშალა და ანგარიში გათანაბრდა. ამ შემთხვევაში მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენედ „ლივერპულის“ დაცვა ისევ „ჩავარდა“.
„ლივერპული“ 59 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო მამარდაშვილმა პრემიერლიგაში თავისი მე-9 თამაში ჩაატარა. გარდა ამისა, მან ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასზე ითამაშა, ერთხელ კი – ლიგის თასზე. ამასთანავე, 9 შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაში გამართა.
ლაშა თაბაგარი