იტალიელი დიეგო ლონგო გორის „დილას“ მწვრთნელი აღარაა. ის გორულ საფეხბურთო კლუბს თავის ინსტაგრამის გვერდზე დაემშვიდობა.
ლონგო „დილას“ 2025 წლის ივნისიდან ავარჯიშებდა და ორი ტიტული მოაგებინა – დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი. მისი ხელმძღვანელობით გორელებმა გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა.
atiani.ge-ს ინფორმაციით, „დილას“ გია გეგუჩაძე გაწვრთნის, რომელიც ბოლოს თბილისის „იბერიაში“ მუშაობდა, საიდანაც თვენახევარში დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი





