დიდიე დეშამს მიაჩნია, რომ კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში ლეო მესისთან გამკლავებ უფრო რთული იქნება, ვიდრე ოთხი წლის წინ რუსეთში ჩატარებული მუნდიალის 1/8-ფინალში.
„ჩვენ მას უკვე შევხვდით მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში. გახსოვთ? ვიფიქრებთ რა უნდა გავაკეთოთ. თუმცა, აუცილებელია ზომების მიება, რომ მისი თამაში შევზღუდოთ.
ოთხი წლის წინ ველოდებოდით, რომ ის მარჯვნიდან იმოქმედებდა, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშა. ამ პოზიციაზე მესი გამთამაშებელია, ამიტომ მასთან გამკლავება უფრო რთულია“ – განაცხადა ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა.
საფრანგეთის ნაკრებმა 2018 წელს არგენტინა 4:2 დაამარცხა, ხოლო ეს გუნდები ერთმანეთს ფინალში 18 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.





