ლიონელ სკალონი: „ხორვატია აწყობილი მექანიზმია, მოდრიჩი სამაგალითოა“

0
32
FILE PHOTO: Soccer Football - FIFA World Cup Qatar 2022 - Argentina Training - Qatar University Training Site 3, Doha, Qatar - December 5, 2022 Argentina coach Lionel Scaloni during training REUTERS/Bernadett Szabo

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ხორვატიასთან რთულ მატჩს ელოდება, ხოლო ლუკა მოდრიჩი სამაგალითო ფეხბურთელად მიაჩნია.
„რთული მატჩი გველოდება გუნდთან, რომელიც ერთიანი აწყობილი მექანიზმივით მოქმედებს. ხორვატიის ნაკრები ამ ტურნირზე საუცხოოდ გამოდის და პოზიციის დათმობას არ აპირებს.
ხორვატებს საუცხოო მოთამაშეები ჰყავთ შესაშური გამოცდილებით. სასიამოვნოა მოდრიჩის თამაშის ყურება. ის ბევრისთვის მაგალითია არა მხოლოდ თავისი თამაშით, არამედ, ადამიანური თვისებებითაც. ის ვისაც ფეხბურთი უყვარს, მოედანზე ასეთი მოთამაშეების ხილვა სურთ“ – ციტირებს სკალონის ESPN.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალი არგენტინასა და ხორვატიას შორის ხვალ 13 დეკემბერს ჩატარდება.