დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში „საბაჰის“ მაისურით თავისი მეხუთე გოლი გაიტანა.
„საბაჰი“ აზერბაიჯანის თასის 1/4-ფინალში სტუმრად „საბაილს“ დაუპირისპირდა და 2:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:3 აგებდა.
„საბაჰმა“ ერთი საპასუხო ბურთი მე-80 წუთზე გაიტანა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ვოლკოვმა ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა.
მან თასზე მეტოქეთა კარი მეორედ აიღო, ხოლო ჩემპიონატში სამი გოლი მიითვალა.





