მე-4 წრის საუკეთესო მწვრთნელი ჭიაბრიაშვილია, ფეხბურთელი – იმრანი

0
43

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესო მწვრთნელად თბილისის “დინამოს” თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ – წარმოშობით მაროკოელი, მაგრამ ნიდერლანდების მოქალაქე ულად-ომარ იმრანი.
ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით “დინამომ” მე-4 წრეში 9 მატჩიდან 7 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. საბოლოოდ, “დინამომ” სეზონი ოქროს მედლებით დაასრულა და არსებობის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონატი მეცხრამეტედ მოიპოვა, ხოლო ჭიაბრიშვილმა სამწვრთნელო კარეირაში ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა. მანამდე, მან “ზესტაფონი” და “საბურთალო” გააჩემპიონა.
მე-4 წრეში იმრანმა 4 გოლი გაიტანა და გუნდის წარმატებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მე-4 წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
კუტალაძე („დინამო“ თბ.), მონტეირო („ტორპედო“), მალი („დინამო“ თბ.), ტაბიძე („დინამო“ თბ.), ვანდერსონი („დილა“), ალეფ სანტოსი („დილა“), ჯეფინიო („სამგურალი“), იმრანი („დინამო“ თბ.), რუხაძე („სამგურალი“), კამარა („დინამო“ თბ.), ჯოვინო ფლამარიონი („დინამო“ ბთ.).