
ლიონელ მესის მიაჩნია, რომ არგენტინის ეროვნული გუნდისთვის კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ყოველი მომდევნო მატჩი ფინალია. მან ამის შესახებ მექსიკასთან 2:0 შეხვედრის მერე განაცხადა, რომელშიც ანგარიში გახსნა და საგოლე პასი გააკეთა.
„განვლილ მატჩში გამარჯვება რთული იყო, რადგან მექსიკა კარგად თამაშობდა. პირველ ტაიმში დაძაბულები ვიყავით, ხოლო მეორეში დავმშვიდდით და საკუთარ თავს დავემსგავსე.
ბევრმა ფაქტორმა, რომლებიც პირობებს ეხება, პირველ მატჩში მარცხამდე მიგვიყვანა. თუმცა, ეს ცალკე ისტორიაა. ვიცოდით, რომ უნდა მოგვეგო, რადგან ჩვენთვის ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და ვიცოდით შედეგისთვის როგორ მიგვეღწია.
ახლა გაჩერება არ შეიძლება. ყოველი მომდევნო მატჩი ჩვენთვის ფინალია და შეცდომები დაუშვებელია. ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო. შედეგისთვის აუცილებლად უნდა მიგვეღწია, რადგან ასეთ პირობებში თამაში რთულია. თუმცა, მათ ვინც სასტარტოში იყო და ვინც შეცვლაზე შევიდნენ, თავი გამოავლინეს.
წინ კიდევ ერთი შეხვედრაა. ჩვენ ვეგუებით, მაგრამ წინ კიდევ ამ მიმართულებით გრძელი გზა გველოდება“ – იუწყება მესის ნათქვამს არგენტინის ნაკრების ტვიტერი.




