მესიმ არგენტინას მოაგებინა – ლეოს რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატებზე

0
34

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში პირველი მატჩი მოიგო, რაც ლიონელ მესის უდიდესი დამსახურებაა. C ჯგუფში გამართულ მეორე ტურში არგენტინა მექსიკას დაუპირსიპირდა და აბსოლუტურად თანაბარ მატჩში მესის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
64-ე წუთამდე, ვიდრე ანგარიში გაიხსნებოდა, არგენტინელებს ერთი საგოლე მომენტიც არ შეუქმნიათ, მაგრამ მესის ოსტატობამ თავისი გაიტანა და საჯარიმოს გარედან გილერმო ოჩოას მარცხენა დაბალ კუთხეში ლამაზი მოიგო გაუტანა. 87-ე წუთზე მესის პასის მერე, ენცო ფერნანდესი მექსიკელთა საჯარიმოში ერთ მეტოქეს გაექცა და შორეულ „ცხრიანში“ ეფექტური ბურთი შეაგდო.
მესიმ არგენტინელთა მაისურით მოწინააღმდეგეთა კარი ზედიზედ მე-6 ეხვედრაში აიღო. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი მე-8 გოლი მიითვალა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ აწ გარდაცვლილ დიეგო მარადონასთან ერთად, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გაუტოლდა. მის ანგარშზე „ალბესელესტეს“ შემადგენლობაში 93 გოლია და ის ნაკრების არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
1966 წლიდან მოყოლებული მესი ერთადერთია, ვინს არგენტინის მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის მიჯრით 2 მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
მესი ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 5 მსოფლიო ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა.
მესიმ მუნდიალებზე 21 შეხვედრა გამართა და ამ მაჩვენებლით მარადონას გაუტოლდა.
მესიმ არგენტინის ნაკრებში 2022 წელს 13 გოლი გაიტანა, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია კალენდარული წლის განმავლობაში.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე 8 გოლი გაიტნა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მასზე უკეთეში შედეგი მხოლოდ გერმანელ თომას მიულერს აქვს.
მექსიკელი ნახევარმცველი ანდრეს გუარდადო მე-6 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
C ჯგუფში პოლონეთი 4 ქულით ლიდერობს, არგენტინა 3 ქულით მეორეა, ამდენივე ქულით საუდის არაბეთი მესამეა, ხოლო მექსიკა ქულით ბოლოა.