თბილისის „იბერიამ“ ურუგვაელი მარჯვენა მცველი სებასტიან ფიგუერედო დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 24 წლის ფეხბურთელი საქართველოს მოქმედ ჩემპიონტს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ლეგანესიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.
ფიგუერედომ კარიერა მონტევიდეოს „უონდერერსში“ დაიწყო, სადაც 2022-2025 წლებში გამოდიოდა და 58 მატჩი 1 გოლი გაიტანა. ის „ლეგანესს“ 2025 წელს შეუერთდა და სეგუნდა დივიზიონში 16-ჯერ ითამაშა. ფიგუერედომ ურუგვაის 23-წლამდელთა ნაკრებში 4 შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





