კატარში მიმდინარე ფეხბურთში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე დღეა სენსაცია ფიქსირდება. თუ გუშინ საუდის არაბეთმა არგენტინა დაამარცხა, ამჯერად, კიდევ ერთმა ფავორიტმა გერმანიამ იაპონოასთან წააგო.
E ჯგუფის პირველ შეხვედრაში გერმანელები 33-ე წუთზე გიუნდოგანმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა – 1:0. ტაიმის მიწურულს კაი ჰავერცმა იაპონელების კარი კიდევ ერთხელ აიღო, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან თამაშგარე დაფიქსირდა.
75-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან იაპონელის ფეხბურთელის ჩაწოდებული ბურთი ცუდად მოიგერია გერმანელთა მეკარე მანუერ ნოიერმა, რომელიც მცველებმაც ვერ დააზღვიეს და დოანმა საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 83-ე წუთზე იტაკურას გადაცემის შემდეგ ასანო ბურთიანად მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მას მერე რაც მცველს გაცდა მახვილი კუთხიდან ზედა კუთხეში ძლიერად დაარტყა – 1:2. ცნობისთვის, ორივე იაპონელი მოთამაშე, რომლებმაც ნოიერის კარი აიღეს, გერმანიის ბუნდესლიგაში გამოდის.
გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო. ჰანსი ფლიკმა ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მუნდიალზე პირველი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც უიღბლო აღმოჩნდა. გერმანიის ეროვნულმა გუნდმა სასტარტო თამაში ზედიზედ მეორე მსოფლიო პირველობაზე წააგო. ოთხი წლის წინ იოახიმ ლიოვის გაწვრთნილი ბუნდესნაკრები მექსიკასთან 0:1 დამარცხდა.
იაპონიის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გაიმარჯა, როდესაც ანგარიშში ჩამორჩებოდა.
დღის პირველი თამაში, რომელიც F ჯგუფში ხორვატიას და მაროკოს შორის შედგა 0:0 დასრულდა.





