კოლო ტურე „უიგანს“ გაწვრთნის

0
65

„უიგანის“ ახალი მთავარი მწვრთნელი კოლო ტურე იქნება. ჩემპიონშიფის მეპატრონე ტალალ ალ-ჰამადი ლონდონში კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების 41 წლის ექსმცველთან მოსალაპარაკებლად გაფრინდა.
გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე „უიგანის“ გაწვრთნა კოლოს ძმამ იაია ტურემ იუარა.
„ლივერპულისა“ და „არსენალის“ ყოფილმა მცველმა კოლო ტურემ კარიერა 2017 წელს დაასრულა, რის შემდეგ „სელტიკში“ ბრენდან როჯერსის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. შემდეგ, ის როჯერსთან ერთად 2019 წელს „ლესტერში“ გადაბარგდა.
„უიგანი“ ახალ თავკაცს მას მერე ეძებს, რაც გასულ კვირაში ლიამ რიჩარდსონი დაითხოვეს, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ 8 თამაში ვერ მოიგო.