საბა საზონოვი: „ზოგადად ფეხბურთს ვქომაგობ“

0
94

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ საბა საზონოვს კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე კონკრეტული ფავორიტი არ ჰყავს.
„რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებ. ყველას ვგულშემატკივრობ, მაგრამ პერსონალურად მუმი ნგამალიოს და რამდენიმე ბიჭს. მატჩების ყურება ჩემთვის საინტერესოა, რადგან ზოგადად ფეხბურთს ვქომაგობ“ – იუწყება მოსკოვის „დინამოს“ მცველის ნათქვამს Metaratings.ru.
საზონოვი და ნგამალიო ერთად მოსკოვურ კლუბში თამაშობენ. 28 წლის კამერუნელი თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოიძახეს.