„რეალი“ კვარაცხელიაზე: „ასეთ ინფორმაციას არასოდეს ვასაჯაროებთ“

0
27

მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხუან კამილო ანდრადემ sport-express.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ შესაძლო შეძენის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„პირადად ამის შესახებ არაფერი მსმენია. ამის მიუხედავად, ჩვენ ასეთ ინფორმაციას არასოდეს ვასაჯაროებთ. ეს სპორტული დეპარტამენტის შიდა ინფორმაციაა“ – განაცხადა ანდრადემ.
ცოტა ხნის წინ, იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის გარემარბის შეძენა „რეალს“, „ლივერპულს“, „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტის“ და „ტოტენჰემს“ სურთ. ამ კლუბების სკაუტები კვარაცხელიაზე დასაკვირვებლად „ნაპოლის“ თამაშებს დაესწრნენ.