„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ მადრიდის „რეალში“ ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერი შესახებ sport-express.ru-ს ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
-თუ მოვლენ ხალხი „რეალიდან“ და დიდ ფულს შემოგთავაზებენ ხვიჩას გაყიდით?
-არა. ამის შანსი არაა – უპასუხა ჯუნტოლიმ.
21 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.





