ხერარდ პიკემ კარიერა დაასრულა

0
48

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ხერარდ პიკემ, რომელიც ბოლო დრომდე „ბარსელონაში“ თამაშობდა, კარიერის დასრულების შესახებ განცხადება თავის სოციალურ ქსელში ვიდეოთი გაავრცელა.
„ბარსელონას“ ფანებმა ყველაფერი მომცეს და ახლა როდესაც ბავშვის ოცნებები ახდა, მსურს თქვენ გითხრათ, რომ წრის შეკვრის დრო დადგა. ყოველთვის ვამბობდი, რომ „ბარსას“ შემდეგ ჩემთვის სხვა გუნდი არ იქნება და ასეცაა. ამ შაბთს „კამ ნოუზე“ ჩემს ბოლო მატჩს ჩავატარებ“ – განაცხადა 35 წლის მცველმა რომელიც კარიერაში ბოლო შეხვედრას ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში „ალმერიასთან“ გამართავს.
პიკე „ბარსელონას“ აღზრდილია და 2004 წელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, რომელმაც 2006 წელს ერთი წლით „სარაგოსაში“ გაანაათხოვრა. ის „ბარსაში“ 2008 წელს დაბრუნდა.
პიკემ „ბარსელონაში“ 615 მატჩი ჩაატარა, 53 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. კატალონელებთან ერთად მან 30 ტიტული მოიგო, მათ შორის, რვაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, შვიდჯერ ესპანეთის თასის მფლობელი და ექვსჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერლიგა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.
ესპანეთის ნაკრებში 102 მატჩი (5 გოლი) ჩაატარა, 2010 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი და 2012 წელს ევროპის ჩემპიონი.