ბეგლარიშვილმა ჩემპიონობა დაკარგა და ბომბარდირობას უმიზნებს

0
27

ზაქარია ბეგლარიშვილმა „ლევადიას“ მაისურით მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში თავისი 21-ე გოლი გაიტანა. 34-ე ტურში ტალინელებმა სტუმრად „პიარნუ“ 3:2 დაამარცხეს და მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 84-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. სტუმრებმა გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე გაიტანეს.
ბეგლარიშვილმა 33 შეხვედრაში მეტოქეები 21-ჯერ დაამწუხრა და ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეამ- უახლოეს მდევარ საამას 6 ბურთით ასწრებს.
გასული სეზონის ჩემპიონი „ლევადია“ 78 ქულით მეორე ადგილზეა და ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლიდერ „ფლორას“ 12 ქულით ჩამორჩება.