კვერკველიამ სტუმრად მოიგო, ხოჭოლავა განაცხადში ვერ მოხვდა

0
50

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში ბაქოს „ნეფთჩი“ სტუმრად „ზირეს“ შეხვდა და 3:0 სძლია. გამარჯვებულთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა. „ნეფთჩი“ 25 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
დანიის სუპერლიგის მე-15 ტურში „კოპენჰაგენი“ „რანდერსს“ ეწვია და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ჩვენი ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავას არ უთამაშია. მოქმედი ჩემპიონი „კოპენჰაგენი“ 21 ქულით 12 გუნდში მეხუთეა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-10 ტურში „პანეტოლიკოსი“ გასვლაზე „იონიკოსს“ დაუზავდა – 1:1. ქართველი გარემარბი ლევან შენგელია ამჯერად სტუმრების სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო. „პანეტოლიკოსი“ 12 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა.
მოსკოვის „დინამომ“ რუსეთის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში შინ „ხიმკის“ 6:1 სძლია. მასპინძლებში საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მცველმა საბა საზონოვმა შეუცვლელად ითამაშა. ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე, რომელმაც ტრავმის მერე ვარჯიში განაახლა, განაცხადში არ იყო. „დინამო“  26 ქულით 16 გუნდში მეხუთეა.