გიორგი შერმადინის მოგება და MVP-ს ტიტული

0
66

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში  გასვლაზე “გრან კანარიას” ტენერიფეს უმასპინძლა და 86:70 დაამარცხა. სასტარტოში მყოფმა ქართველმა მეფარემ  პარკეტზე 24 სათამაშო წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ტენერიფელებმა 31:16 მოიგეს. სტუმართაგან საუკეთესო შედეგი მარსელინიო უერტასს ჰქონდა, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 3-3 მოხსსნა-პასი შეასრულა, თუმცა გიორგი შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რის გამოც ქართველი მატჩის MVP გახდა.
გიორგი შერმადინის გუნდმა ამ სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელის გუნდი მეშვიდე ტურში “ბილბაოს” საშინაო არენაზე უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, 11 და 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიო 2023 წლის შესარჩევ მატჩებში გასვლაზე ისლანდიას და შინ იტალიას გაეჯიბრება.