მოურინიომ ფერგიუსონს გაასწრო და ევროთასებზე გამარჯვებებით პირველია

0
17

ჟოზე მოურინიო სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ევროთასებზე მოპოვებული გამარჯვებებით პირველ ადგილზე გავიდა.
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში პორტუგალიელის გაწვრთნილმა „რომამ“ ფინეთის ჰიკ-ს 2:1 სძლია. მოურინიოსთვის ეს გაამრჯვება ევროთასებზე 107 აღმოჩნდა და მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ თავკაც შოტლანდიელ სერ ალექს ფერგიუსონს გაასწრო.
„რომამდე“ მოურინიომ ევროთასებზე „პორტუსთან“, „ჩელსისთან“, „რეალთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „ტოტენჰემთან“ ერთად ითამაშა.
მან „პორტუს“ 2003 წელს უეფას თასი მოაგებინა, ხოლო 2004 წელს – ჩემპიონთა ლიგა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის რანგში 2017 წელს ევროპა ლიგაში გაიმარჯვა, ხოლო შარშან „რომას“ არსებობის ისტორიაში ევროპპაში პირველი ჯილდო ააღებინა – კონფერენს ლიგის თასი.