კვარაცხელია მის გვარზე ხუმრობას გამოეხმაურა

0
48

პოპულარულმა საფეხბურთო „ფაბლიქ 433“-მა „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გამოაქვეყნა და მის გვარზე იხუმრა. კერძოდ, ქართველის გვარი Wi-Fi-ს რთულ პაროლს შეადარა.
„Wi-Fi-ს პაროლი როუტერის უკანა მხარესაა. როუტერის უკანა მხარე…“ – მიწერილი აქვს ფოტოს.
თავად კვარაცხელიამ ამ პოსტს მომღიმარე ემოჯით უპასუხა. 21 წლის ფეხბუთელმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით  ყველა ტურნირში ჩატარებულ 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.