შენოლ გიუნეში სათავეში „ბეშიქთაშს“ ჩაუდგა

0
22

თურქეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში სტამბოლის „ბეშიქთაშს“ გაუძღვება.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 70 წლის სპეციალისსტმა კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა. ის „ბეშიქთაშში“ უკვე მუშაობდა 2015-2019 წლებში. გიუნეში 2021 წლის ზაფხულიდან უმუშევარი იყო. მან თურქეთის ნაკრები ევრო-2020-სი ფინალურ ეტაპზე ჯგუფში დარჩენის გამო დატოვა.