არიზონის შტატის “ფინიქს სანზის” 37 წლის გამთამაშებელმა კრის პოლმა ხანგრძლივი საკალათბურთო კარიერის განმავლობაში 11 000 შედეგიანი შედეგიანი გადაცემის ნიშნულს გადააბიჯა.
NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში “სანზმა” ლოს ანჯელესის “კლიპერსი” 112:95 დაამარცხა, პოლის ანგარიშზე კი 7 ქულა, 8 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა იყო.
კრისმა გადააბიჯა 11 000 პასიან ნიშნულს და ამ შედეგით NBA-ს ისტორიაში მესამე კალათბურთელი გახდა.
ამასთან, კრის პოლი ლიგის ოსტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელსაც 20 000+ ქულა და 11 000+ შედეგიანი გადაცემა აქვს.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო მეპასეები:
1. ჯონ სტოქტონი – 15,806 პასი
2. ჯეისონ კიდი – 12,091
3. კრის პოლი – 11,009
4. სტივ ნეში – 10,335
5. მარკ ჯექსონი – 10,334
6. მეჯიქ ჯონსონი – 10,141
7. ლებრონ ჯეიმსი – 10,067





