ლებრონი კარლ მელოუნს დაეწია

0
39

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ 37 წლის ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშის კარლ მელოუნის შედეგი გაიმეორა და უახლოეს მატჩებში ამ მიღწევას გააუმჯობესებს.
ლებრონმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ 104:106 წაგებულ მატჩში 31 ქულა დააგროვა და იმ ასპარეზობათა რაოდენობა, რომლებშიც მინიმუმ 20 ქულის მოპოვება მოახერხა 1134-მდე გაიზარდა. ზუსტად ამ რაოდენობის 20 და მეტქულიანი შეხვედრა აქვს ჩატარებული „იუტა ჯაზის“ ყოფილ სნაიპერ კარლ მელოუნს.
ცნობისთვის, „ლეიკერსმა“ მიმდინარე რეგულარულ პირველობაზე მეტად წარუმატებელი სტარტი აიღო – ლებრონმა და კომპანიამ მიჯრით სამი ასპარეზობა დათმეს.