
ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ გადასვლის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვერ მოხვდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში „ბორდომ“ „ანსის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 22-ე წუთზე ბაკვამ გაიტანა.
„ბორდომ“ 27 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში გალიდერდა და მეორე ადგილზე მყოფ „სოშოს“ 3 ქულით სჯობს.




