საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლა და მეორე ამხანაგურ მატჩში – 2:1 დაამარცხა. შეგახენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა პირველი სპარინგი 1:2 წააგეს.
სტუმრები 45-ე წუთზე შაფიევმა დააწინაურა, ხოლო ვასილ მაისურაძის გუნდიდან, 64-ე წუთზე ანგარიში ლუკა პარკაძემ გაათანბრა. ხოლო 74-ე წუთზე გივი ხაჩიძემ 18-წლამდელები დააწინაურა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფორმაციის ნაკრები, 2023 წლის შემოდგომაზე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
მატჩის ოქმი – საქართველო 2:1 აზერბაიჯანი




