ერიკ ტენ ჰაგი: „რონალდუს გუნდიდან წასვლა არ განიხილება“

0
18

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს სავარაუდო წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორი უარყო.
„ეს სპეკულაციაა. მე კრიშტიანუსი მეიმედება. ასე რომ ამჟამად მსგავსი რამ არ განიხილება. ჩემი აზრით, ყველას ესმის, რომ ორივე შემთხვევა (როდესაც რონალდუმ მატჩის დროს სტადიონი დატოვა) მიუღებელია. სწორედ ამიტომ ის რამდენიმე დღე დაისვენებს.
ჩვენს განცხადებაში ვთქვით, რომ კრიშტიანუ გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება და მიმდინარე სეზონის ბოლომდე მისი მეიმედება. ჩვენი ამბიციის რეალიზაცია გვინდა“ – ციტირებს ნიდერლანდელ სპეციალისტს Manchester Evening News.
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში შინ „ტოტენჰემთან“ (2:0) მოგებული მატჩის დროს, რონალდუმ, რომელიც თადარიგში იყო, სტადიონი ნაადრევად დატოვა. თამაშის შემდეგ, პორტუგალიელი პირველ გუნდს ჩამოაშორეს და 9000000 ევროთი (რონალდუს ორი კვირის ხელფასი) დააჯარიმეს. ის დღეს ლონდონის „ჩელსისთან“ გასამართ შეხვედრაში გუნდის განაცხადში არ იქნება.