სუპერლიგის დებიუტანტმა “კავკასიამ” დადიანის მემორიალი მოიგო

0
44

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული კავკასია გახდა! მემორიალის ფინალში ერთმანეთს ლექსო ლაფანაშვილის თსუ და ბექა წივწივაძის “კავკასია” შეხვდნენ.
სუპერლიგის დებიუტანტმა “კავკასიამ” ოთხივე პერიოდი მოუგო მეტოქეს, განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმი ჩაატარა და საბოლოოდ ფინალი 12 ქულით მოიგო – 66:54. გამარჯვებულთა რიგებში კრის მაკნილი გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, ჯასტინ ფორესტის ანგარიშზე კი 15 ქულა იყო.
თსუ-ის ჩაგდებული 54 ქულიდან 45 ქულა ორი კალათბურთელის ანგარიშზე იყო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, ბექა ბექაურმა 24 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა, ხოლო ლეგიონერმა ებრიან ედვარდსმა – 21.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე – კრის მაკნილს MVP-ის ჯილდო, ხოლო გამარჯვებული გუნდის კაპიტანს, საჩემპიონო თასი, ნიტა, სანდრო და ანდრია დადიანებმა გადასცეს.