მარსელო გალიარდო „რივერ პლეიტიდან“ მიდის

0
66

მარსელო გალიარდო „რივერ პლეიტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ არგენტინული გრანდის პრესსამსახური იუწყება. 46 წლის სპეციალისტი „რივერს“ 2014 წლიდან წვრთნიდა. ის კლუბს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებს, რომელიც 2022 წლის ბოლომდე მოქმედებს.
გალიარდომ „რივერ პლეიტთან“ ერთად არგენტინის ჩემპიონატი ერთხელ, თასი 2-ჯერ, სუპერთასი 2-ჯერ და ასევე, კოპა ლიბერტადორესი 2-ჯერ მოიგო.