ჩირო იმობილე გატანილი გოლების რაოდენობით რომის „ლაციოს“ ისტორიაში ევროთასებზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში რომაელები შინ ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმს“ (2:2) დაუზავდნენ, ხოლო 32 წლის ფორვარდმა ანგარიში პენალტიდან გახსნა.
მან „ლაციოს“ მაისურით ევროთასებზე 21 გოლი გაიტანა და ერთი ბურთით გაასწრო სიმონე ინძაგის, რომელიც ამჟამად მილანის „ინტერს“ წვრთნის.
