გუგეშაშვილმა მოიგო, აზაროვი და ხარაიშვილი განაცხადს მიღმა

0
34

აგდამის „ყარაბაღმა“, რომელშიც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, ევროპა ლიგის G ჯგუფის მე-3 ტურში სტუმრად ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა.
ქართველი მეკარე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. აზერბაიჯანელებიდან ანგარიში 68-ე წუთზე კვაბენამ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე ვეშოვიჩმა მეორე გოლი გაიტანა. 86-ე წუთზე წერტილი სეიდაიევმა დასვა.
„ყარაბაღი“ 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო ლიდერი 9 ქულით „ფრაიბურგია“, რომელმაც მე-3 ტურში შინ „ნანტს“ 2:0 აჯობა.
„ცრვენა ზვეზდას“ განაცხადში ისევ არ იყო საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც ჯანმრთელადაა და ერთა ლიგაშიც ითამაშა. სერბებმა უნგრეთის „ფერენცვაროშს“ უმასპინძლეს და 4:1 დაამარცხეს. „ფერენცვაროშის“ განაცხადში ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი ვერ მოხვდა.
„ფერენცვაროში“ 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო „ცრვენა ზვეზდა“ სამი ქულით ბოლოა. „მონაკო“ 6 ქულით მე-2 პოზიციაზეა და „ტრაბზონსფორი“ 3 ქულით მესამეა.