პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის ორი ფეხბურთელი გამოდის, კონფერენს ლიგის მე-3 ტურში საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ქულა აიღო.
პოლონელები ბეერ შევას „ჰაიფას“ დაუპირისპირდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
ჩვენი ნააკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ – ორივე თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო.
„ლეხს“ 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა C ჯგუფში, რომელსაც „ვილიარეალი“ ლიდერობს – ესპანელებმა მე-3 ტურშ შინ ვენ „აუსტრია“ 5:0 გაანადგურეს. „ჰაპოელი“ 2 ქულით მესამეა, ხოლო „აუსტრია“ 1 ქულით ბოლოა.






