შენგელიას მორიგი სასტარტო და სამი ქულა სტუმრად

0
71

ლევან შენგელიამ საბერძნეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. „პანაიტოლიკოსმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარემარბი გამოდის მე-6 ტურში სტუმრად „იანინას“ შეხვდა და 4:1 გაიმარჯვა.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 58-ე წუთზე შეცვალეს. „პანაიტოლიკოსმა“ მეტოქის კარი პირველ ტაიმში 2-ჯერ აიღო, ხოლო შესვენების შემდეგ ამდენივე გოლი გაიტანა.
შენგელია ბერძნულ გუნდს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 6 მატჩი (5 სასტარტოში) ჩაატარა, რომლებშიც 1 გოლი გაიტანა.
„პანაიტოლიკოსს“ 10 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.