ზურიკო დავითაშვილისთვის “ბორდოს” მაისურით საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებული მეორე მატჩიც წარმტებული აღმოჩნდა. მე-7 ტურში ჟირონდელები სტუმრად “ლავალს” შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, საგოლე პასი მიითვალა. დავითაშვილი მეტოქის საჯარიმოში დრიბლინგით ორ მცველს გაცდა, მაგრამ ვერ დაარტყა და ქუსლით ბურთი ელისს გადააწოდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი 82-ე წუთზე შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ მე-6 ტურში მან “დიჟონთან” საშინაო შეხვედრაში დებიუტი გოლით აღნიშნა, რომელიც 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა.
“ბორდო” 20 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.





