„ვულვერჰემპტონის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ბრუნუ ლაჟე დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს 2021 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა და გასულ სეზონში გუნდმა ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა.
„ვულვზმა“ ზედიზედ ორი თამაში წააგო – 5 გოლი გაუშვა და არცერთი გაიტანა. ლაჟეს თავკაცობით „მგლებმა“ 8 მატჩში 6 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზეა.




