ტონი კროოსი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

0
55

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა შესაძლოა კარეირა შშესაძლოა 2023 წლის ზაფხულში დაასრულოს, იუწყება ესპანური ავტორიტეტული გამოცემა AS.
32 წლის გერმანელი მადრიდელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს. მას მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. AS-ის ინფორმაციით, ნახევარმცველს წასვლა კარიერის პიკში სურს, რათამ ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებას ხელი არ შეუშალოს.
„რეალმა“ კროსის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო. ერთ-ერთი კანდიდატია 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი გომეს და სილვაა, რომელიც ამჟამად „ფლამენგოში“ ირიცხება.
კროოსი „რეალში“ 2014 წელს მიუნხენის „ბაიერნიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 373 მატჩში 25 გოლი გაიტანა.