ლონდონის „ჩელსი“ „ლაიფციგიდან“ ფრანგი შემტევი ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუს შეძენას გეგმავს, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა.
ლონდონელები 24 წლის ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდნენ და „ლაიფციგთან“ მოლაპარაკების დასრულებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.
ნკუნკუ გერმანულ კლუბში 2019 წლის ივლისში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 134 მატჩში 47 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონში ბუნდესლიგაში გამართულ 33 თამაშში მეტოქის კარი 20-ჯერ აიღო.
ფრანგმა მოთამაშემ მიმდინარე წლის ივნისში ლაიფციგელებთან ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი ფასი 60 მილიონი ევროა.





