მოსკოვის „დინამომ“, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე გამოდის მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში მეორე მატჩი წააგო. მოსკოველები შინ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შეხვდნენ და 0:2 წააგეს. ამჯერად, გაგნიძე სასტარტოში ვერ მოხვდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. „დინამო“ 16 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-10 ტურში „კრაკოვია“, რომლის ღირსებას ჩვენი ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე იცავს სახლში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „პოგონს“ დაუზავდა – 1:1. კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა. „კრაკოვია“ 14 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.





