მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში 2001 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მატჩების სერია ჩაატარა.
იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ ოთხი მატჩი ვერ მოიგო – მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ (1:1), ბერლინის „უნიონთან“ (1:1), „შტუტგარტთან“ (2:2) და „აუგსბურგთან“ (0:1).
ბუნდესლიგის მე-7 ტურში მიუნხენელების მარცხი სტუმრად „აუგსბურგთან“ აღსანიშნავია იმითაა, რომ 2020 წლის თებერვლის შემდეგ გოლი პირველად ვერ გაიტანა.
მომდევნო შევხედრას „ბაიერნი“ 30 სექტემბერს სახლში ლევერკუზენის „ბაიერთან“ ჩაატარებს.





