ქვილითაიამ და დაუშვილმა სტუმრად მოიგეს

0
22

აპოელმა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის, წინა ტურში საშინაო მარცხის შემდეგ, რეაბილიტაცია მე-4 ტურში შეძლო და სამი ქულა სტუმრად აიღო.
ნიქოზიურ დერბიში აპოელმა „ოლიმპიაკოსს“ 2 უპასუხო გოლი გაუტანა. ქართველი ლეგიონერებიდან გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ფორვარდი გიორგი ქვილითაია მოხვდა, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. იმავე დროს ჩაერთო თამაშში ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი. მცველი ლაშა დვალი ტრავმირებულია და ამიტომ განაცხადში არ იყო.
აპოელი 7 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.