ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში მორიგი უგოლო მატჩი ჩაატარა. „ფეჰერვარმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის „მეზიოკიოვეშდი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ. „ფეჰერვარში“ დუბლი კოდრომ მიითვალა, რომელმაც თავი 25-ე და 81-ე წუთზე გამოიჩინა. სტუმრებმა ერთი გოლი 49-ე წუთზე გაიტანეს.
„მეზიოკიოვეშდის“ განაცხადში მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი იყო, რომელსაც არ უთამაშია. „ფეჰერვარი“ 9 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.





