„ჰათაისფორს“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის თურქეთის სუპერლიგაში „საშინელი“ სტარტი აქვს.
მე-6 ტურში ჰათაელები „ქონიასფორს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხნდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.
„ჰათაისფორის“ მსგავსად მიმდინარე სეზონში თამაში არც ლობჟანიძეს მისდის, რომელმაც განვლილ ხუთ მატჩში თავი ვერცერთხელ გამოიჩინა.
ჰათაელებმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ქულა აიღეს და 19-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე არიან.





