„ანორთოსისმა“, რომლის შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-3 ტურში სტუმრად „კარმიოტისას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეცვლელად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი ავთო ებრალიძე 72-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. „ანორთოსისმა“ მასპინძლების კარი მეორედ მე-60 წუთზე აიღო.
„ფამაგუსტელებმა“ მიმდინარე სეზონში 2 შეხვედრა მოიგეს და 6 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე არიან.





