მამარდაშვილის კარგმა თამაშმა „ვალენსია“ მარცხისგან ვერ იხსნა

0
52

„ვალენსია“ ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ შეხვდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის ძალიან კარგი თამაშის მიუხედავად 1:2 დამარცხდა. შეხვედრის დაწყებამდე ვალენსიელები მეკარე ხაუმე დომენეკის მხარდამჭერი მაისურებით გამოვიდნენ, რომელმაც ტრავმა მიიღო.
მასპინძლები უპირატესობას ორი ტაიმის განმავლობაში ფლობდნენ და გასაკვირა არაა, რომ მოიგეს. „ვალენსიას“ პრაქტიკულად ერთადერთი სახიფათო შეტევა განახორციელა, ისიც მეორე ტაიმში და საგოლე შანსი ხელიდან გაუშვა.
„რაიო ვალეკანომ“ ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, როდესაც ისი პალასიონმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ოსკარ ტრეხომ ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა – 1:0. მართალია, მან მამარდაშვილს ახლო კუთხეშო გაუტანა, მაგრამ ქართველი გოლკიპერი ამ შემთხვევაში დამნაშავე ნამდვილად არ იყო.
მე-15 წუთზე „რაიოს“ შეტევის დროს ოსკარ ტრეხო მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარემ ფეხით მოიგერია, ხოლო მანუ გარსიას დამატებულს წინ ისევ ჩვენი ეროვნული გუნდის დარაჯი აღუდგა.
ტაიმის შუაწელში მამარდაშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო თამაშში, როდესაც „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელის შორი მანძილიდან დარტყმული გაანიეტრალა.
52-ე წუთზე მადრიდელებმა კუთხური ჩააწოდეს და ნიკო გონსალესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩებოდა, რომ მამარდაშვილმა ვალენსიელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიცაზე აღმოჩენილ უნაი ლოპესს არ გაატანინა.
ძირითადი დროისთვის დამატებულ მე-4 წუთზე ვალენსიელებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართა ჩაჰკიდეს, სადაც გამოსვლაზე მაკედონიელი მეკარე დმიტრიევსკი შეცდა და დიახაბით ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა.
„ვალენსია“ 6 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 პოზიცაზეა.