„კრემონოზემ“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, იტალიის სერია A-ში დაბრუნების შემდეგ პირველი ქულა აიღო.
მე-5 ტურში კრემონელები შინ „სასუოლოს“ შეხვდნენ და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 24 წლის ქართველმა ავსტრიის „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ გადასვლის შემდეგ სასტარტოში 3-ჯერ ითამაშა და 2-ჯერ შეცვალეს.
„კრემონეზე“ ქულის ამარაა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა – მხოლოდ დებიუტანტ „მონცას“ ასწრებს, რომელიც უქულოდაა.





