ბერიძის დუბლი თურქეთის სუპერლიგაში

0
19

გიორგი ბერიძემ თურქეთის სუპერლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. „ანკარაგუჯუ“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ზაფხულში შეუერთდა მე-5 ტურში შინ გათამაშების ლიდერ „ბეშიქთაშს“ შეხვდა და 2:3 წააგო.
ბერიძემ ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, როდესაც მარჯვენა ფრთიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში მყოფმა თავით ზუსტად დაარტყა. სტუმრებმა საპასუხო ბურთი 30-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო ხუთ წუთში წინ გავიდნენ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ბერიძემ პარტნიორის პასის მერე ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და გარე ტერფით შორეულ კუთხეში ზუსტად გადაგზავნა. „ანკარაგუჯუმ“ ანგარიში ვერ შეინარჩუნა, რადგან 74-ე წუთზე „ბეშიქთაშმა“ გამარჯვების გოლი პენალტიდან გაიტანა.
ანკარელებმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ქულა აიღეს და 19-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.
“ჰათაისფორმა” თავის მოედანზე “ადანას” ვერ მოუგო – 1:1. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სტუმართა განაცხადში 18 წლის ფორვარდი გიორგი ხაბულიანი არ იყო.