„ვალენსიამ“, რომლის კარს საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში შინ „ხეტაფესთან“ გაილაღა და მიმდინარე სეზონში თავისი მატჩი ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო – 5:1.
ვალენსიელები ტონი ლატოს, სამულ ლინოს და სამუ კასტილეხოს გოლებით მე-16 წუთისთვის უკვე 3:0 დაწინაურდნენ. 65-ე წუთზე თავი ნიკო გონსალესმა გამოიჩინა, ხოლო სამ წუთში უგო დუროს დარტყმის შემდეგ ანგარიში 5:0 გახდა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი 78-ე წუთზე ალვარესსის დარტყმის შემდეგ გაიტანეს.
ანგარიშიდან გამომდინარე მამარდაშვილის დიდი დატვირთვა არ ჰქონია – თავის კართან ხიფათი ერთხელ გაანეიტრალა, ხოლო გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის.
ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა „ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორე თამაში მოიგო და 6 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.





