აბურჯანიას ტაიმი მოქმედ ჩემპიონთან და წაგება

0
66

„ჟილ ვისენტე“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-5 ტურში შინ მოქმედ ჩემპიონ „პორტუსთან“ 0:2 დამარცხდა.
აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. სტუმრებიდან ანგარიში 41-ე წუთზე ირანელმა მეჰდი ტარემიმ გახსნა, ხოლო სამ წუთში გალენომ მეორე გოლი გაიტანა და შეხვედრის ბედიც გადაწყდა.
„ჟილ ვისენტეს“ ზედიზედ 4 მატჩია (2 გამარჯვება და 2 ფრე) არ მოუგია და 5 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონაყში მე-13 პოზიციაზეა.